კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ შემოეტანათ არეულობა, განაცხდა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს, შეხვედრის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.
„მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და მე მათ ავუხსენი, რომ ქორწილში არ ვიმყოფებოდით. აქ მიმდინარეობდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა.
ისინი გამოდიან თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. არც ერთი პოლიტიკოსი და პილიტიკური პარტია არ იყო ჩართული იმის მიუხედავად, რომ სულ ვამბობდი - ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და თქვენც ჩაერთეთ ამ მუშაობაში, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა", განაცხადა თბილისის მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს, შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.