წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
„სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. მერი ესაუბრა მშენებელ სოსო სალარიძეს, რომლის განმარტებითაც, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს.
დაცულია უსაფრთხოების ნორმები, დროულად იცემა ხელფასები. დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ.
წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბური სამუშაოები გაგრძელდება. 8 ათსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს სულ 560 დევნილი ოჯახი მიიღებს", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.