ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ერთი წლისა და ოთხი თვის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.
„ბავშვი გადაუდებელი მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აღენიშნება ცალკეული დაზიანებები, თუმცა იგი კონტაქტურია და შეიძლება ითქვას, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, განუცხადეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სამედიცინო ცენტრში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.