თერჯოლაში პირველად, კორონაროგრაფია ჩატარდა. სამედიცინო ცენტრ „თერჯოლამედში“ ფუნქციონირება დაიწყო ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებამ, სადაც ტარდება გეგმური და გადაუდებელი კორონაროგრაფია-სტენტირება (გულისმკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა და მკურნალობა). კორონაროგრაფია 5 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე „თერჯოლამედს“ ესტუმრნენ და ოპერაციის მიმდინარეობას სამედიცინო პერსონალთან ერთად, მონიტორების საშუალებით ადევნებდნენ თვალს.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.