სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა NATO-ს მოკავშირეების ერთიანობა - NATO რუსეთის მუდმივმოქმედ მისიაში თანამშრომლების რაოდენობას 1/3-ით ამცირებს
27-03-2018, 19:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის დიდ ბრიტანეთში მოწამვლის გამო მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებასა და „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით ნატოს გეგმებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა.

 


„ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. ამ კონსულტაციების შედეგად მივედით იქამდე, რომ 25-ზე მეტმა მოკავშირემ და ნატოს პარტნიორმა თავიანთი ქვეყნებიდან 140-ზე მეტი რუსეთის წარმომადგენელი გააძევა. ეს ფართო, გადამწყვეტი და კოორდინირებული საერთაშორისო რეაქციაა“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

„ნატოს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილი რუსეთისადმი, რომ რუსეთის ქმედებას აქვს საფასური. მე ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოს მოკავშირეების ერთიანობა, იმით, რითაც ჩვენ ვუპასუხეთ, ერთიანობით, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, როცა საუბარი შეეხება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას ცივი ომის დასრულების შემდეგ... და იმ ფაქტით, რომ წლების განმავლობაში თავდაცვითი ინვესტიციების შემცირების შემდეგ, ჩვენ ახლა ვზრდით თავდაცვის ინვესტიციებს. მე არ ვფქირობ, რომ რუსეთი ამას მოელოდა. ასევე, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მოელოდნენ, რომ  ნატოს მოკავშირეები პარტნიორებთან იმის შემძლე ყოფილიყვნენ, რომ თანხმობა განეცხადებინათ ერთიანად დგომაზე ეკონომიკური სანქციების იმპლიმენტაციაში“, აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

 

 

ალიანსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი, ნატოში რუსეთის მუდმივმოქმედ მისიაში დიპლომატების გაძევების შედეგად, თანამშრომლების რაოდენობა 1/3-ით შემცირდება.
 

 

ამის მიუხედავად, ალიანსს არ აქვს განზრახული გადადოს რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები. სტოლტენბერი ირწმუნება, რომ დღევანდელი ნაბიჯები არ ცვლის ალიანსის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს „მძლავრ შეკავებას, თავდაცვას და დიალოგისაკენ ღიაობას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი