ევროპაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. იგი მიიჩნევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია „ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია“ და „დიდი პასუხისმგებლობაა“ და ამავე დროს აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად „ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ“.
„მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივად დაიწყებს მუშაობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს. უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მათ შორის, თუ არის გარკვეული ზომები მისაღები იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სათანადო პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებებით ან რაიმე სხვა ზომებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.