ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები მუნიციპალიტეტში ინტენსიურად, უახლოესი კი, აპრილში გაიმართება.
„აქცია იმართება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. დასუფთავება უკვე დაწყებულია როგორც თავად ახალქალაქში, ისე სოფლებში. მუშაობა მიმდინარეობს ძალიან ორგანიზებულად, ტექნიკა მობილიზებულია - ვნახოთ შედეგები. აქციაში ჩართულია მერია, საკრებულო, ჩვენი ა(ა)იპ-ები, დასუფთავების სამსახური, სააღმზრდელო პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლები ჩაერთვებიან. აქციის დროს დასუფთავდება ყველა ის ადგილი, რომელიც ამას საჭიროებს. დაგეგმილია ქალაქგარეთ „ამირანის გორას" დასუფთავებაც - დასასვენებელი ადგილი გვაქვს ასეთი. აღნიშნული აქცია წელს პირველია, მოგეხსენებათ ჩვენი კლიმატური პირობების შესახებ", განუცხადა იურიკ უნანიანმა GUARDIAN.GE-ს.

28 მარტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ მერის ინიციატივით გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.