კახა კალაძე: გადაუდებელი ამოცანაა, ლისის ტბის ტერიტორიაზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება
28-03-2018, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, მერიამ ბოლო პერიოდში 600-ზე მეტი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი თქვა.

 

 

„ურბანული განვითარების თვალსაზრისით, დღეს თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიმდინარე ქაოტური განაშენიანებაა. ამას სჭირდება დარეგულირება. საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არამარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი.

 

 

ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის ინტერესები, ინვესტორის ინტერესი და კერძო მესაკუთრის ინტერესი. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან რომ ქალაქი სწორად განვითარდეს.

 

 

ჩვენ ქალაქში გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომელიც მართლაც უმნიშვნელივანესია ქალაქისთვის რეკრეაციული ზონების და მისი სწორად განვითარების თვასაზრისით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ეს არის ლისის ტბის ტერიტორია, სადაც ერთი ნაწილი მართლაც საკმაოდ კარგად არის განვითარებული. თუ არ ვცდები „ლისი ვერანდა“, პროექტი, რომელსაც „თიბისი ბანკი“ ახორციელებს. აქ გამწვანების კომპონენტი არის მაქსიმალურად ჩადებული, რაც მისასალმებელია. არის მეორე მხარე ლისის ტბის, რომლის განაშენიანება ქაოტურად არის დაწყებული. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები, რადგან ამ ტერიტორიაზე მიმდებარე პროცესები ცხადყოფს, რომ იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას, რომლითაც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრე არის მიმზიდველი თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა, ლისის ტბის ტერიტორიაზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და მის სწორ კალაპოტში მოქცევა. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის ტბის არეალში დროებით შევაჩეროთ განაშენიანების პროცესი.

 

 

ვიცი, რომ დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა, განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება იქ განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები", განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებას დიღმის ჭალებში.

 

 

„დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად, რადგან ამ შემთხვევებში დოკუმენტებში ძალიან დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით, 600-მდე განაცხადს არ მისცეს თანხმობა, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს.

 

 

მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მშენებლობას და განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ ყველანაირად, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ბევრი ადამიანის დასაქმება ამ მიმართულებით, ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა. მაგრამ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად. ამიტომ დეველოპერებს, ინვესტორებს ყველას ხელს შევუწყობთ, რომ ეს პროცესი წარიმართოს სწორად, სადაც დაცული იქნება ქალაქის, კერძო მესაკუთრის და ინვესტორის ინტერესები", განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი