ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.
იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილე 21 დეპუტატიდან ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენის სასარგებლოდ ხმა 2-მა, თანამდებობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ კი, 19-მა დეპუტატმა მისცა.
დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებს.
სხდომაზე არ იმყოფებოდა არც საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვდა. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო 2 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.