აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანსა და საქართველოს საუკუნეების მანძილზე მეგობრული და კარგი მეზობლური კავშირები აქვს, რასაც ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია", - წერია ალიევის მილოცვაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობასაც.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული მასშტაბური ეკონომიკური პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ხალხის კეთილდღეობასა და ქვეყნების პროგრესში. ასეთ აღსანიშნავ დღეს პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი - მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ილჰამ ალიევი მილოცვის ტექსტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.