წყალტუბო წელს ფოლკლორულ ფესტივალს - „არტგენს“ უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
იმერულ ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები წარმოადგენენ. გალა კონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი „რეგიონი'' იმღერებს.
სახლ-მუზეუმის აღდგენა გასულ წელს დასრულდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა ფასადები.
სახლ-მუზეუმის აღდგენის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მუზეუმის ეზოში ამფითეატრის კაპიტალურ განახლებას გეგმავს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.