რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი პრანკერის მიმართ, რომელმაც სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, საქმე „სიძულვილის ან მტრობის გაღვივების“ მუხლითაა აღძრული.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკიტა კუვიკოვმა, რომელიც ცნობილია, როგორც პრანკერი ევგენი ვოლნოვი, „საჯაროდ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კემეროვოში, „ზიმნაია ვიშნიაში“ გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, რითაც ცდომილებაში შეიყვანა დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავები“.
საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამ ქმედებით, კულიკოვი „სიტუაციის დესტაბილიზებას ცდილობდა“.
რუსული გამოძიება გეგმავს მიაღწიოს იმას, რომ უკრაინელ პრანკერს დაუსწრებლად მიესაჯოს დაპატიმრება. მასზე ასევე ძებნა გამოცხადდება.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, წინა დღით ვოლნოვის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა 25 მარტის ჩანაწერი, სადაც იგი კემეროვოს მორგებში რეკავს, საკუთარი თავის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლად წარდგენას ახდენს და გამოხატავას ინტერესს იმისადმი, თუ რამდენი „თავისუფალი ადგილი“ იყო დარჩენილი მორგებში.

სააგენტოს ცნობით, ამგვარად, გაიგო რა იმის შესახებ, რომ პირველ მორგში მზად იყვნენ მიეღოთ არა უმეტეს 100 დაღუპულისა, მან განაცხადა, რომ მალე მათთან „300 გვამზე მეტს“ მიიტანდნენ. თანამშრომლები შოკირებული იყვნენ და პასუხობდნენ, რომ მათი მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 60-დან 70-მდე ადამიანს შეადგენდა.
კემეროვოს 4-სართულიან სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილ ხანძარს ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა ბავშვები იყვნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.