ადმინისტრაციულ ერთეულებში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
საკოორდინაციო შტაბში მერის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სპეცტექნიკა, რომელიც რეგიონებში გადანაწილდება.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება სახელმწიფომ უკვე აქტიურად დაიწყო. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა არის მობილიზებული, მათგან ვანის მუნიციპალიტეტს 9 ერთეული ტექნიკა მოემსახურება. საველე ღონისძიებები მონიტორინგის შესაბამისად ჩატარდება.
„სპეციალური ტექნიკა სამუშაოებს აწარმოებს როგორც სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, ასევე საკარმიდამო ნაკვეთებზე. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მობილიზებული დიდი რესურსისა, მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება მავნებლის სრული განადგურება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების შესახებ.
დასავლეთ საქართველოში უკვე დაწყებულია ფაროსანას დამჭერი საშუალებების ე.წ. ფერომონების განთავსება, არსებობს ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები მავნებლის გავრცელების შესახებ. სოფლის მოსახლეობას წინა დღით ეცნობება შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო, რათა მიღებული იქნას შესაბამისი ზომები", განაცხადა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრისას.
მაისის დასაწყისში უშალოდ დაიწყება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.