ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ამირანის მთაზე“ დაუდევრობის შედეგად ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, როგორც ახალქალაქის მერმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომელთაც დახმარება დასუფთავების აქციაში ჩართულმა მოქალაქეებმა, მერიის ხელმძღვანელობამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუწიეს, დროულად მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა.

იურიკ უნანიანის ინფორმაციით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.


„ამირანის მთაზე“ (ტაშვანკას მთაზე) ადგილობრივები საფლავებს ასუფთავებდნენ და ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. მოგეხსენებათ აღდგომა ახლოვდება და ყველა იყო გასული საფლავების დასასუფთავებლად. არც ერთი მწვანე ნარგავი არ დამწვარა. აქვე ახლოსაა წიწვოვანი ტყე, მაგრამ მოვასწარით და არც ერთი ხე დამწვარი არ არის, დაიწვა მხოლოდ ხმელი ბალახი. პირადად ვიმყოფებოდი იქ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან ერთად, რომელიც ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტში გამართულ დასუფთავების აქციაში", განაცხადა იურიკ უნანიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.