სოფლის მეურნეობის მინისტრი პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება
06-02-2014, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას განცხადებით, მოხარული იქნება, თუკი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე უწყებაში დაბრუნდება.

 

 

როგორც შალვა ფიფიამ "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა, არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმება თუ არა დავით კირვალიძის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება.

 

 

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

 


ამასთან, შალვა ფიფიას თქმით, მისთვის უცნობია, აქვს თუ არა სურვილი და მზაობა დავით კირვალიძეს მინისტრად დაბრუნების თაობაზე, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია შალვა ფიფიას საკუთარი როლი უწყებაში, თუკი დავით კირვალიძე მინისტრად დაბრუნდა, შალვა ფიფიამ უპასუხა, რომ მოხარული იქნება, თუ ასე მოხდა.

 


როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი სასამართლოდან გაითხოვა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დავით კირვალიძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს.

 


თავად კირვალიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი აღნიშნა - "მე რამდენიმე დღის წინ გავიგე ამის თაობაზე, ინფორმაციას მომაწვდიან უფრო დეტალურად და ამის შესახებ მოგვიანებით გავავრცელებთ კომენტარს".

 


სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/269054-shalva-fifia-mokharuli-viqnebi-thuki-davith-kirvalidze-utsyebashi-dabrundeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი