კემეროვოში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ყველა შესაძლო ვერსია უნდა იქნეს განხილული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსანდრე ბასტრიკინთან და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან ვერონიკა სკვორცოვასთან შეხვედრაზე.
პუტინის სიტყვებით, საბოლოო ვერსია დაფუძნებული უნდა იყოს ექსპერტიზის მონაცემებზე.
„მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო და რა დასკვნამდეც არ უნდა მივიდეს გამოძიება, მაინც რჩება გაუგებარი: რატომ არაფერი გაკეთდა სისტემიდან გამორთული სიგნალიზაციის შესაკეთებლად? რატომ ხელით არ იქნა გამოყენებული შეტყობინების ღილაკი? რატომ აღმოჩნდა კარები ჩაკეტილი? აქ ბევრი „რატომაა“, აღნიშნა პუტინმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება უნდა იყოს „მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე“. მან დაავალა ბასტრიკინს, რომ შეხვდეს დაშავებულებს და დაღუპულთა ნათესავებს და ასევე არ გააჭიანუროს გამოძიება და ის „მაღალპროფესიულ დონეზე“ ჩაატაროს.
პუტინმა ასევე დავალება გასცა მოიძიონ დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიას“ ინსპექტირებას ეხება და გაარკვიონ, ვის აქვს მასზე ხელი მოწერილი.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, გუშინ მან ეს დოკუმენტი ნახა. „რა წავიკითხე? უცნაურად კი ჟღერს: „შენიშვნის გარეშე“, დაამატა პუტინმა.
საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამოძიება სწავლობს ხელშეკრულებებს „ყველა სახის უზრუნველყოფასთან“ და პირველ რიგში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისივე სიტყვებით, გამოძიება ასევე აქტიურად მუშაობს ქალაქის ადმინისტრაციასთან და „იმ ადამიანებთან, რომელთაც ამ ცენტრის ფუნქციონირების უფლება გასცეს“.

კემეროვოს 4-სართულიან სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილ ხანძარს ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა ბავშვები იყვნენ - რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.