დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ ერთად აღუდგნენ წინ „რუსეთის მხრიდან გაძლიერებულ აგრესიას“. აღნიშნულ ინფორმაციას მეის და მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაუნინგ სტრიტის და კანცლერის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.
„პრემიერ მინისტრმა საუბარი კანცლერისთვის სოლსბერის თავდასხმის შემდეგ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვის გამო მადლობის გადახდით დაიწყო. კანცლერი და პრემიერ მინისტრი შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ ერთობლივი მუშაობა რუსეთის მხრიდან გაძლიერებული აგრესიის შესაკავებლად“, ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ბრიტანეთის მოქალაქეზე, ყოფილ რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მის 33 წლის ქალიშვილ იულიაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რაშიც ბრიტანულმა მხარემ ბრალი რუსეთს დასდო და შედეგად ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.
ბრიტანეთის შემდეგ კი თითქმის 30-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, და ასევე ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, საერთო ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ყველაზე მეტი, 60 რუსი დიპლომატი გააძევა.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მის რაიმე ფორმით ჩართულობას სკრიპალის მოწამვლაში და დიდ ბრიტანეთს ახსენებს, რომ სოლსბერის სიახლოვეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური ლაბორატორია მდებარეობს, თუმცა ფაქტია, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იმ ქიმიური ნივთიერებით, ე.წ. ნოვიჩოკით არიან მოწამლულები, რომელიც მხოლოდ რუსეთში იწარმოება.
სერგეი და იულია სკრიპალები ამ დრომდე საავადმყოფოში კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.