თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ბარდუბანში იმყოფებოდა. მერმა მდინარე როკიანაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი მოინახულა.

გასულ წელს აღნიშულ მდინარეზე მოეწყო დროებითი სახიდე გადასასვლელი, ხოლო დღეის მდგომარეობით, საპროექტო ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს კაპიტალური საავტომობილო ხიდის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდეგაც, ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდი მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე, მდინარე როკიანას ის მონაკვეთიც მოინახულეს, სადაც ნაპირების ჩამოქცევა და მეწყერული პროცესების განვითარება მოხდა.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო მეთოდების მოძიება.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.