გიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას
26-05-2015, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ ვზეიმობოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას.


"თანამემამულენო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, მრავალეროვან სახელმწიფოს და იმათ, ვინც საქართველოში არ არიან და დამოუკიდებლობის დღეს საზღვარგარეთ ზეიმობენ. მივესალმები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პრემიერ-მინიტრს და მისი მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჯარს, დიპლომატიურ კორპუსს, მოკავშირეებს ვინც ზეიმობენ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიის არაერთ საკვანძო პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არაერთმა თაობამ სწორედ სიცოცხლის შეწირვით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა.


"ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახუდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაარმთევთ. დღეს, ჩვენ 1918 წლის 26 მაისს ვზეიმობთ, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამარჯვებას, ვზეიმობთ ამ დღეს, მაშინ როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა საქართველო, ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება - ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ მიზნის მიღწევას შესწირეს. ამას ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავის მუშაობით, სიცოცხლით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო. ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს გამთლიანებას მოესწრებიან. გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი