ვენესუელას შტატ კარაბობოს ქალაქ ვალენსიაში, პოლიციის განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი პატიმრებმა პოლიციის განყოფილების საკნებში მაშინ გააჩინეს, როცა გაქცევის მცდელობისას ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს.
ხანძრის გაჩენის შესახებ ინფრომაციის გავრცელების შემდეგ პოლიციიის განყოფილებას პატიმრების ნათესავებმა ალყა შემოარტყეს და სამართალდამცველებს მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ.
შტატის მთავარი პროკურორის, ტარეკ სააბის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყება.
შტატის ოფიციალური პირის, ჯესუს სანტანდერის განცხადებით, მდგომარეობა ახლა უკვე კონტროლს არის დაქვემდებარებული. მან აღნიშნა, რომ შტატი გლოვობს.
ცეცხლის გაჩენის გამომწვევი გარემოები ოფიციალურად არ დასახელებულა.
ასოციაცა „Una Ventana a la Libertad“-მა („თავისუფლების ფანჯარა“), რომელიც საპატიმროებში არსებულ პირობებს უწევს მონიტორინგს, განაცხადა, რომ პატიმრის მიერ პოლიციის ოფიცერი იქნა ფეხში დაჭრილი და ამის შემდეგ მალევე საკნებში ლეიბებისთვის ცეცხლი იქნა წაკიდებული, საიდანაც ხანძარი სწრაფად გავრცელდა.
სანტარდერმა პოლიციელის დაჭრის ფაქტი დაადასტურა.
მაშველებს კედლების განგრევა მოუწიათ, რომ ცეცხლში მომწყვდეულები გაეთავისუფლებინათ.
პროკურორ სააბის განცხადებით, დაღუპულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა პატიმარია. გარდაცვლილია ასევე სულ მცირე ორი ქალი, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს საპატიმროში სტუმრად იმყოფებოდა.
მსხვერპლთაგან ზოგიერთი სასიკვდილოდ დაიწვა, ზოგი კი კვამლისაგან დაიხუთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.