ბონდო სოფრომაძის თქმით, თერჯოლის ცენტრში მდებარე მინი სტადიონის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება
29-03-2018, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე მინი სტადიონი დაათვალიერა, რომლის აღდგენაც ახლო მომავალში იგეგმება.

 


„ქალაქის ცენტრში მდებარე მინი სტადიონი, სადაც იმართება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ადგილობრივი მოზარდებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, შეკეთებას საჭიროებს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

 

 

 

 


თერჯოლას მოვლა-პატრონობა სჭირდება. ქალაქში არსებულ სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას - განახლება და რეაბილიტაცია. ჩვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ჩვენი ქალაქი“, განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

 

 

თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეიცვლება ხელოვნური მწვანე საფარი, რეაბილიტირდება ღობე, სკამები, ფეხბურთის კარები, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ქალაქის ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის მიერ მოხდა ხეების გადაბელვა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ასევე, ხეების გაჯანსაღების მიზნით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი