შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტერანების საქმეთა მდივანი (მინისტრი) დევიდ შულკინი (Reuters-ის ფოტოზე ტრამპის ხელმარჯვნივ 2018 წლის 9 იანვარს, თეთრის სახლის ოვალურ ოფისში საუბრობს იმ დროს, როცა ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულებას აწერს ხელს სახელწოდებით „ჩვენი ვეტერანების მხარდასაჭერად ფორმიანი სამსახურიდან სამოქალაქო ცხოვრებაში გადანაცვლებისას“) თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე თავისი პირადი ექიმი, ზურგის ადმირალი, რონი ჯექსონი წარადგინა.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, შულკინი მძაფრი კრიტიკის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ მინისტრმა ლონდონსა და დანიაში ვიზიტისას საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დახარჯა. კერძოდ, საუბარი შეეხება იმას, რომ მან უიმბლდონის ტენისის ტურნირზე შეუსაბამოდ მიიღო ბილეთები და მისმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმგვარად გააკეთა ცრუ განცხადებები, რომ შულკინის ცოლს შეეძლო ემოგზაურა სამთავრობო ხარჯით.
ჯექსონი, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ზურგის ადმირალი, აშშ-ის პრეზიდენტის ექიმად ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინისტრაციიდან მოყოლებული მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მისი ჯანმრთელობის ექიმებისაგან შემდგარ მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჯექსონმა წლის დასაწყისში პრეზიდენტზე ჯანმრთელობის ცნობა გასცა, სადაც ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფრიად დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული, თუმცა გაცემულია რეკომენდაციები, რომ მან მეტი ფიზიკური აქტივობები გასწიოს. პირადმა ექიმმა ტრამპი დიეტაზე დასვა, რომ წონაში დაიკლოს და ამავე დროს ვარჯიშის რჩევები მისცა. პრეზიდენტის თანაშემწეთა თქმით, ბოლო ხანებში ტრამპი უფრო მეტ თევზეულობას და უფრო ნაკლებ ჩიზბურგერებს ჭამს.
აქტიურ სამსახურში 1995 წლის შემდეგ მყოფი, წარმოშობით ტეხასელი ჯექსონი ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში, ერაყის ტაყადუმის რეგიონში გადაუდებელი მედიცინის ექიმად მსახურობდა.
„ადმირალი ჯექსონი უაღრესად გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრია და თავადაც ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელია. მას ნანახი აქვს ჩვენი ვეტერანების უზარმაზარი თავგანწირვა და გააჩნია ღრმა შეფასება იმისა, რა ვალიც ჩვენ ქვეყანას აქვს მათ მიმართ“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც ამავე დროს, მადლობა გადაუხადა შულკინს. „იგი იყო დიდი მხარდამჭერი ვეტერანებისა მთელი ქვეყნის გასწვრივ და მე მადლიერი ვარ მის მიერ გაწეული სამსახურისთვის“, აღნიშნულია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.