მოსკოვის სასამართლომ ბოლო წლების რუსეთის კრიმინალურ ისტორიაში ორ ცენტრალურ ფიგურანტს განაჩენი გამოუტანა.
ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო „მალადოის“ (ზახარი კალაშოვი) 9 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მკაცრი შრომა-გასწორების კოლონიაში უნდა მოიხადოს, მის უახლოეს თანამზრახველს, ანდრეი კოჩუიკოვს, მეტსახელად „იტალიელი“ - 8 წელი და 10 თვე, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

ორივე მათგანს ბრალი გამოძალვაში ედებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.