ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ენერგეტიკის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა და 26 მაისი საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც მიულოცა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამაყია, რომ ცხოვრობს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში - საქართველოში. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, იმ ადამიანებსაც ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ სტენდზე ისაუბრა, სადაც ქარის სადგურების მაკეტი არის წარმოდგენილი და განაცხადა, რომ მსგავსი სადგურები საქართველოში დასრულებული იქნება 2016 წელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.