ლენტეხის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა და საფინანსო სამსახურის მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა
29-03-2018, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის წევრებს დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა გააცნო. საკრებულოს სხდომას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი ესწრებოდა.

 


„ანგარიში 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, საკრებულოს წევრებს საფინანსო სამსახურის უფროსმა, ხვიჩა ონიანმა გააცნო. მცირე შენიშვნებისა და შეკითხვების შემდეგ, სხდომამ საფინანსო სამსახურის მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

 


„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 დეკემბერის N 27 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მოხსენებით წარსდგა იურიდიული სამსახურის უფროსი ტარიელ აფაქიძე.

 


„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სოციალური სამსახურის უფროსმა, ხათუნა ლიპარტელიანმა ისაუბრა.

 


საკრებულოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სტალინის ქუჩაზე მდებარე ჩიხს, მიენიჭოს მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონის, მარიამ ტვილდიანის სახელი“, აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი