მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. ერთ-ერთი ცვლილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეეხება. „რუსთავი 2" სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.
პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„არ მაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია. არ ვადასტურებ აღნიშნულს თუ რამე ცვლილებები მოხდება გაიგებთ ალბათ", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შესაძლო ცვლილებებთან დაკაშვირებით მცირე კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან დღეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.