თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ.
„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ საკითხსა და კონკრეტულ თემას, რასაც ბიზნესი წამოჭრის. ეს არის პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი ხელისუფლებას საკუთარ გამოწვევებს უზიარებს, ხელისუფლება კი თავის მხრივ, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხების ბიზნესისთვის გაცნობა და განხილვა ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ხდება. ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
საბჭო, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმა, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.
საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა;
კერძო სექტორის, განვითარების შემაფერხებელი (არსებობის შემთხვევაში) ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა;
კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხილვა;
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, განხილვების და დისკუსიების ორგანიზება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.