თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ზედა სიმონეთსა და ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც თერჯოლის მერიაში აცხადებენ, გრეიდერით გზების მოსწორება და ინერტული მასალის შეტანა ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ სოფლებში, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.

შიდა საუბნო გზების შეკეთებას ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის საშუალებით ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.