წყალტუბოში სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა
29-03-2018, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოელი სტუდენტების, ახალგაზრდების საკრებულოს წევრების, საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეების სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდის, დებატების კულტურის ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში ჩართვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების საკრებულოს წარმომადგენლები სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


შეხვედრაზე სტუდენტური პარლამენტის პროგრამულმა მენეჯერმა, გიგა გლუნჩაძემ იმ ახალ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებშიც სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭრითა და ინიციატივით ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართულები.

 

 

განიხილეს ბანაკებში წყალტუბოელი ახალგაზრდების წასვლისა და წყალტუბოში უცხოეთიდან და საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდების დასვენების საკითხები. აღინიშნა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას.

 

 

შეხვედრზე ისაუბრეს პროექტის „განვითარე შენი რეგიონის’’ ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხებზეც.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი