ხარაგაულში საგანმანათლებლო კვირეული დაიწყო
29-03-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულში საგანმანათლებლო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება - ესეების კონკურსი სახელწოდებით, „ერთი დღით“, დღეს, ინოვაციების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

 


მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროექტში ჩართულმა 63-მა მოსწავლემ 15 სხავადასხვა პოზიციაზე ისურვა ერთი დღის გატარება. მათგან 8 მოსწავლემ დაწერა თემა - როგორ ხედავენ ერთ დღეს მერის პოზიციაზე.

 


სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ აღნიშნულ პოზიციაზე გამარჯვებულად ხარაგაულის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გამოავლინა. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებული ერთ სამუშაო დღეს მერთან ერთად გაატარებს. მომზადდება ვიდეოკოლაჟი, რომელიც კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე იქნება ნაჩვენები.

 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრს (უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბოჭორიშვილი) და ასევე, რესურცენტრის თანამშრომელს, იდეის ავტორს ნათია კაციტაძეს საინტერესო ინიციატივისთვის. მერმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ რვავე თემის ავტორს პირადად შეხვდება და თემებსაც აუცილებლად წაიკითხავს.

 


საგანმანათლებლო კვირეული ხარაგაულის რესურსცენტრის ინიციატივითა ორგანიზებით მეორე წელია იმართება. იგი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ხარაგაულელ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებს შესთავაზებს.

 

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი