[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო-საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა
26-05-2015, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო-საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. სამხედრო-საჩვენებელი კომპონენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის კოლოფის თავისუფლების მოედანზე მარშირებით დაიწყო.


საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, გიორგი მარგველაშვილს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა. მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიება სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალით გაგრძელდა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან, 200 ახალწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი