დაკავებულია ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „Зимняя вишня“-ს მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
„დღეს დაკავებულ იქნა „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა სავაჭრო ცენტრის შენობა, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია“, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს „ტელეგრამის“ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოგდანოვას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, არაერთხელ ჰქონდა მიღებული შეტყობინებები ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნაკლოვანებებზე. მიუხედავად ამისა, მას არ მიუღია არავითარი ზომები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ არენდით გაეცა ახალი სავაჭრო ფართები.
კემეროვოს 4-სართულიან სავაჭრო-გასართობ ცენტრში 25 მარტს გაჩენილ ხანძარს ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა - 41 - ბავშვები იყვნენ, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული. კუზბასში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.