თერჯოლის მერი სტუდენტური პარლამენტისა და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელებს შეხვდა
30-03-2018, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ეკა მაკარიძე და გოჩა ვერულაშვილი სტუდენტური პარლამენტისა და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელებს ანზორ მეგრელიშვილსა და გიგა გლუნჩაძეს შეხვდნენ.

 


პროექტის ხელმძღვანელები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით -„განავითარე შენი რეგიონი“.

 


შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პროექტის დეტალური გაცნობა და მის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.

 


„განავითარე შენი რეგიონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას.

 


შეხვედრაზე ასევე დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. განსაკუთრებით, საუბარი ტურიზმის განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას შეეხო.

 


ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი