ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც ტრამპმა მის რუს კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თქვა, რომ აშშ მზად არის რუსეთს შეიარაღებაში შეეჯიბროს.
როგორც ამერიკული სატელევიზიო არხი NBC თეთრი სახლის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპმა პუტინს უთხრა: „თუ შენ გინდა შეიარაღებაში შეჯიბრი, შეგვიძლია რომ შეგეჯიბროთ, მაგრამ მე გავიმარჯვებ“. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინის კომენტარები უახლესი შეიარაღების შესახებ მხოლოდ საარჩევნო რიტორიკა იყო და დაიტრაბახა, რომ მან სულ ახლახან 700 მილიარდი აშშ დოლარის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, პრეზიდენტის სიტყვებით, ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი რაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდესმე ჰქონია.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეიარაღებაში შეჯიბრი კონტროლიდან გამოდის და დაამატა, რომ მას უნდა ეს საკითხი პუტინთან შეხვედრისას განიხილოს, რომელიც „ახლო მომავალში“ გაიმართება.
1-ელ მარტს ფედერალური საბჭოს წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა უახლესი რუსული იარაღის შესახებ ისაუბრა, რომლის ანალოგიც, მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს. მისი გამოსვლისას ასევე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლებიც.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არავის არ ემუქრება, და არ გეგმავს ვინმეზე თავდასხმას, ახალი იარაღის შექმნის მიზანი კი „ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.