ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს შპს „ამბროლაურის სერვის ცენტრი" ახორციელებს. ამ ეტაპზე დასრულებულია 15-მდე სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზვიად მხეიძის დავალებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ინფორმაციას ამბროლაურის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.