ბოლო 5 წელიწადში 5-ჯერ შეცვლილი ინფრასტრუქტურის მინისტრი - ივანიშვილმა მინისტრი ერთხელ დანიშნა, ღარიბაშვილმა 3-ჯერ, კვირიკაშვილმა 2-ჯერ
30-03-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელმძღვანელი პირების ცვლილება ყველაზე ხშირად, 5-ჯერ მოხდა.

 


ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროს აღნიშნული უწყების პირველ პირად დანიშნული დავით ნარმანია, 2014 წელს, უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს, ელგუჯა ხოკრიშვილით შეიცვალა. იგი ყველაზე ხანმოკლე პერიოდი ხელმძღვანელობდა სამინისტროს და ღარიბაშვილმა ის დავით შავლიაშვილით ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მისივე ფავორიტი შავლიაშვილი ისევ ღარიბაშვილმა გაათავისუფლა პოსტიდან და მის ნაცვლად, მასთან დაპირისპირებული, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნა.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან დღეს წასული ზურაბ ალავიძე პრემიერ კვირიკაშვილის კადრი იყო და უწყებას 2016 წელს ჩაუდგა სათავეში.

 

 

 


2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დღემდე უცვლელად მყოფი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რიგით მე-6 ხელმძღვანელი პირი გახდა.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის პოსტიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებისას პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწყების მიერ ტენდერების ჩატარებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ ე.წ. ოპოზიციონერების პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

 


„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინ. ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას. მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი