ლენტეხის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში ცენტრალურ თუ სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
როგორც GUARDIAN.GE-ს ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, უხვი ნალექის გამო, გზის ჩახერგვის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა, ლენტეხის მერია გაწმენდითი სამუშაოების დროულად ჩატარებას უზრუნველყოფს.

(ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი)
„რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილი იყო კლდის მასა სოფელ ნანარში, რის შედეგადაც მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩატარდა გაწენდითი და აღდგენითი სამუშაოები. კლდის მასის ჩამოსვლის შედეგად წყლის ქსელი იყო დაზიანებული და ისიც გავაკეთეთ. ახლა პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს. მიმოსვლა თავისუფალია. მთლიანად მუნიციპალიტეტი მობილიზებულია, შესაბამისი ჯგუფები მზადყოფნაში არიან, რომ პრობლემის შექმნის შემთხვევაში, მათ მოგვარებაზე ოპერატიულად იზრუნონ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ გვქონდეს", განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.