ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე: თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა
30-03-2018, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

 

სოციალური, პერსონალური და სხვა კომუნალური მომსახურების გაწევა

 

დამამუშავებელი მრეწველობა

 

საფინანსო საქმიანობა

 

უძრავი ქონება

 

 

2018 წლის თებერვალში, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 250 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით მეტია 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემთან შედარებით.

 


2018 წლის თებერვალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 პროცენტიანი, ხოლო იმპორტის 8.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საქონლის წმინდა ექსპორტის წვლილმა ეკონომიკის რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. თებერვალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.1 პროცენტით (39.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 166.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 2.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 


მისი თქმით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, 20.6 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 95.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

 


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რისი თქმის საფუძველსაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა იძლევა,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მშპ-ს 8.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით - 531.3 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

 


„ამასთან, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის პირველადი ბალანსი (მიმდინარე ანგარიში საინვესტიციო შემოსავლების ბალანსის გამორიცხვით) დადებითია და მშპ-ს 0.8 პროცენტს შეადგენს, რაც უპრეცედენტოა და აქამდე პირველადი ბალანსის დადებითი მნიშვნელობა წლიურ ჭრილში არ დაფიქსირებულა. ეს არის ფაქტიურად პირველად, როდესაც მიმდინარე ოპერაციებს დანარჩენ მსოფლიოსთან სრულად ვაფინანსებთ შემოსავლებიდან და უფრო მეტიც, პროფიციტში ვართ. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება დაკავშირებულია ეროვნული დანაზოგების ზრდასთან. 2017 წელს ეროვნულმა დანაზოგებმა მშპ-ს 23.2% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

 


„აღსანიშნავია, რომ საგარეო მოწყვლადობის შემცირება და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რასაც, თავის მხრივ, პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 


ამავე დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას.

 


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფით.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 68
#68   Maryjo
      
References:


Wire transfer betting sites australia https://text.dsf.hs-heilbronn.de
30 ოქტომბერი 2026 23:28
#67   Alvaro
      
References:


SWIFT transfer casino australia www.jcdqzdh.com
30 ოქტომბერი 2026 20:21
#66   Kathlene
      
References:


Neosurf casino deposits australia australian online casino neosurf
30 ოქტომბერი 2026 13:24
#65   Yolanda
      
References:


10 aud deposit casino neosurf neosurf casino fees australia
29 ოქტომბერი 2026 12:52
#64   Latesha
      
References:


Best Osko casino https://docs.monadical.com/
28 ოქტომბერი 2026 21:18
#63   Brain
      
References:


Wire transfer casino games australia xunxiabbs.uwan.com
28 ოქტომბერი 2026 08:16
#62   Renate
      
References:


Online slots australia neosurf neosurf casino real money australia
27 ოქტომბერი 2026 12:27
#61   Angelina
      
References:


MiFinity casino secure payments Australia https://guzhen0552.cn/home.php?mod=space&uid=2572194
27 ოქტომბერი 2026 10:22
#60   Christi
      
References:


1 dollar deposit pokies payid https://pad.nixnet.services/7i81A0dbS--BjVqfD1B0Yg
27 ოქტომბერი 2026 02:19
#59   Brittny
      
References:


Payid pokies casinos http://halcom.cn/home.php?mod=space&uid=166290
27 ოქტომბერი 2026 00:31
#58   Jolie
      
References:


Online pokies payid no deposit http://www.n2nn.com/?854779
26 ოქტომბერი 2026 23:33
#57   Chantal
      
References:


Pay id pokies play online pokies
payid australia
26 ოქტომბერი 2026 22:14
#56   Reed
      
References:


Osko pokies online australia Osko withdrawal
times casino
23 ოქტომბერი 2026 20:47
#55   Lashunda
      
References:


Online pokies that accept osko http://www.lezcc.com/
23 ოქტომბერი 2026 18:54
#54   Walker
      
References:


Play online pokies with osko pad.cttue.de
23 ოქტომბერი 2026 16:13
#53   David
      
References:


Osko casino $10 deposit online pokies that accept osko
23 ოქტომბერი 2026 11:28
#52   Kara
      
References:


Online pokies MiFinity deposit https://sciencemission.com/
22 ოქტომბერი 2026 05:35
#51   Jeanette
      
References:


1 minimum deposit casino australia payid akaqa.com
21 ოქტომბერი 2026 16:52
#50   Bess
      
References:


New payid pokies australia commonwiki.space
21 ოქტომბერი 2026 13:38
#49   Rosalyn
      
References:


Pay id pokies australia https://gitlab.herzog-it.de
21 ოქტომბერი 2026 02:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი