საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„იმ ვითარებაში, როდესაც დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი - ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილური სამყარო, რომელსაც საქართველო ბუნებრივად არის მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო, როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია.
შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება როგორიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაა, ძალიან დროული და ადეკვატური პასუხი იქნება ამ გაზრდილ გამოწვევებზე", აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებისას გააჟღერა და მისმა ინიციატივამ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატმა გააგრძელა კონსულტაციები საქართველოს მხარდამჭერებთან, მათ შორის სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. აღნიშნულ ინიციატივაზე შედგა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.