გარდაცვლილია 9 და დაჭრილია 750 პალესტინელი, მათგან ბევრი ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა.
მანამდე ისრაელური გამოცემა "The Times of Israel"-ი პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 7 პალესტინელი იყო მოკლული და დაახლოებით 500 დაჭრილი ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცთა რეზინის ტყვიების დაშენისა და ცეცხლის გახსნის შედეგად - მას შემდეგ, რაც პალესტინელების მასობრივი პროტესტი გაძლიერდა ღაზას საზღვართან, უსაფრთხოების ზღუდის გასწვრივ.

პალესტინელებმა დღეს ღაზას სექტორში, ისრაელის საზღვრის მიმართულებით 6-კვირიანი მრავალათასიანი საპროტესტო მარში დაიწყეს, რასაც წინ უძღოდა ისრაელის სამხედრო ძალების ტანკიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 27 წლის პალესტინელი ფერმერის სიკვდილი ღაზაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, დაახლოებით 17 000 პალესტინელი იღებდა მონაწილეობას „დაბრუნების მარშის“ დემონსტრაციაში ღაზას საზღვრის გასწვრივ და ისინი ფოკუსირებული იყვნენ ხუთ მთავარ ადგილას, სადაც მეამბოხეები ჯარისკაცებს ბენზინის ბოთლებს და ქვებს ესროდნენ და საბურავებს წვავდნენ.
ისრაელის ტელეარხ „Kan TV“-ის მიერ გავრცელებულ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის ორგანიზატორები განზრახ ცდილობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების სახიფათო ადგილებში ჩაყენებას და დაიმოწმეს ინციდენტი, რომელშიც სამინისტროს ცნობით, 7 წლის გოგონა გაგზავნილ იქნა უსაფრთხოების ზღუდესთან, რაც იყო ცინიკური მცდელობა იმისა, რომ ისრაელს ცეცხლი გახსნა, მაგრამ გოგონა ჯარისკაცებმა შენიშნეს, გააცნობიერეს თუ რაც ხდებოდა და იმოქმედეს ისე, რომ მას დაზიანება არ მიეღო.
მასობრივ შეტაკებებამდე, სამხრეთ ღაზას ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკიდან გახსნილმა ცეცხლმა პალესტინელი ფერმერის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადეს პალესტინის ოფიციალურმა პირებმა.
როგორც BBC იუწყება, ტრაგიკული შემთხვევა ღაზას საზღვრის გასწვრივ პალესტინელების მიერ დაგეგმილი მთავარი საპროტესტო გამოსვლის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ტანკიდან ცეცხლის გახსნის ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უსაფრთხოების ზღუდის სიახლოვეს ორი პირი საეჭვო ქმედებებში იქნა შენიშნული.

პალესტინელებს საზღვარზე კარვები აქვთ გაშლილი და მათ პროტესტს, რომელიც 6 კვირა უნდა გაგრძელდეს, მეტსახელად „დაბრუნების დიდი მარში“ შეარქვეს.
პალსეტინური წყაროები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ასევე დაჭრილია რამდენიმე პალესტინელი ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიასა და სამხრეთ ღაზაში, რაფაჰის ახლოს.
ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას საზღვრის გასწვრივ ტერიტორიას ზედამხედველობას უწევს და აცხადებს, რომ ეს უსაფრთხოების დაცვისთვისთვისაა აუცილებელი. ისრაელმა გააფრთხილა პალესტინელები, არ მიუახლოვდნენ უსაფრთხოების ზღუდეებს.
„ჰამასმა“, სამხედრო დაჯგუფებამ, რომელიც დომინირებს ღაზას სექტორში, ფერმერის მოკვლით და პალესტინელებისადმი დაჟინებული მოწოდებით, რომ მონაწილეობა არ მიიღონ პროტესტში, ისრაელს პალესტინელების დაშინებაში დასდო ბრალი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროტესტი წარმოადგენს „ისრაელთან კონფრონტაციის პროვოცირების განზრახ მცდელობას“ და „ნებისმიერ შეხლა-შემოხლაზე პასუხისმგებლობა სრულებით ჰამასს და პალესტინური ორნაზიაციების სხვა მონაწილეებს ეკისრებათ“.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოკლული 27 წლის ომარ სამოურია და მეორე მამაკაცს დაზიანებები აქვს მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.