საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართელოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ განცხადებას სკაიპის მეშვეობით აკეთებს და მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავს. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სკაიპით ჩართვისას სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის გაუქმებასაც გამოეხმაურა.
"ჩვენმა დამპყრობელმა აღლუმის გაუქმებით გვითხრა, რომ თქვენ ხართ ბანძები, მაგრამ ბანძები თავად არიან, ჩვენ ვართ საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, "დღეს აღლუმი არ არის, მაგრამ დაე, ეს იყოს ბოლო წელი, როდესაც დამპყრობლის ხელდასმულმა მარიონეტებმა საქართველოს ჯარს და ქართველ ხალხს უთხრა უარი, რომ აღნიშნოს საქართველოს დაოუკიდებლობის დღე ეროვნული ღირსების დემონსტრირებით".
მისივე თქმით, საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს თავდაცვითი სტრუქტურების ნგრევა, რისი გამოხატულებაც არის მათ შორის აღლუმის გაუქმება.
"2011 წელს ამ დღესასწაულს დაარტყა საქართველოს მტერმა, მათმა აგენტებმა, გრუს გადმოგზავნილმა ჯგუფმა. ამ ჯგუფს ჰქონდა მცდელობა 26 მაისის ჩაშლის. ეს არ იყო შემთხვევითი, შემდეგ მოვიდნენ, გააუქმეს საერთოდ ეს დღესასწაული, რითაც გვითხრეს, რომ თქვენ არავინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ბანძები. ბანძები არიან ისინი, ჩვენ ვართ საქართველო და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ზუსტად იგივეს აკეთებდა იანუკოვიჩი ყოველ წელს. იანუკოვიჩმა გააუქმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, სამხედრო აღლუმი. ისევე როგორც იანუკოვიჩმა გაანადგურა უკრაინის თავდაცვის სტრუქტურები, დაახლოებით იგივე პროცესი მიდის საქართველოში, გრძელდება თავდაცვის სამინისტროს ნგრევა, ქართული ჯარის განადგურება, ჩვენი კონტრდაზვერვის საუკეთესო კადრების დევნა. ახლა არის ძალიან გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ამ იმპერიას ღირსეული პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი მთავრობის პირობებში, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, ვერანაირი მეთოდებით ვერავინ ვერ გაგვტეხს, ვერავინ აგვაღებინებს ხელს ბრძოლაზე, რადგან არის რაღაცები, რაც არც ფულზე იყიდება, არც დაშინებით იცვლება და ეს არის სამშობლოს სიყვარული. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გაჩნდნენ ელემენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს იდეას. ისეთი ხალხის არსებობა, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას, მიიჩნევს რომ ქვეყანამ თავი უნდა დაუხაროს დამპყრობელს და ბაბაია უძახოს. ამან საბოლოო ჯამში არაერთხელ მიგვიყვანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაკარგვამდე. ჩვენი ამოცანაა, ამ საკითხის საერთოდ მოხსნა, მე არ მეგონა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავზე ეს კითხვები კვლავ დაბრუნდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.