ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა სტუდენტური პარლამენტისა და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელებს ანზორ მეგრელიშვილს და გიგა გლუნჩაძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ცაგერში ოთარ თვარაძე.
პროექტის ხელმძღვანელები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით - „განავითარე შენი რეგიონი“.
შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პროექტის დეტალური გაცნობა და მის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.
„განავითარე შენი რეგიონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას.
ინიციატივას გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი და მისი მეშვეობით, შესაძლებელია, ახალგაზრდა თაობის მასობრივი ჩართვა სახელმწიფოს განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ტურიზმის განვითარება და აღნიშნულ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.