„კლინიკა ბომონდმა“ მოსახლეობის უფასოდ გასინჯვები თერჯოლიდან დაიწყო
30-03-2018, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კლინიკა ბომონდმა“ სოციალური პროექტის - „ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, მოსახლეობის უფასოდ გასინჯვები თერჯოლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კლინიკის მედიკოსები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე მოახდინეს სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების, ასევე, სოფლის მოსახლეობის გასინჯვა და მათთვის კონსულტაციის გაწევა.

 


უფასო კვლევების მიმდინარეობას თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი და თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე ესწრებოდნენ.

 


მანუჩარ ფანჩულიძის განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობა დაინტერესებულია, რომ მოქალაქეებს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და შეძლონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მსგავსი აქციები იგეგმება მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით მდებარე სხვა სოფლებშიც“.

 


აქციის ფარგლებში, პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ჩაიტარებინათ მუცლის ღრუს ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, მცირე მენჯის ექოსკოპია, კარდიოგრაფია და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ასევე, მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, დერმატო-ვენეროლოგის, უროლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

 


„ბომონდი“ არის მრავალპროფილიანი, 100 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

 


ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი