ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში „ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი“ გაიხსნა. „ლიტვურ-ქართული ენისა და კულტურის ცენტრის“ გახსნას წინ უძღოდა, გასული წლის 30 ივლისს ლიტვის ქალაქ „მოლეტაიში“ დუშეთისა და მოლეტაის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
„ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის“ გახსნა ემსახურება ლიტველი და ქართველი ხალხის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცნობას. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმრები, საზოგადოების წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასი, მეუღლესთან ერთად, „ლიტვური ენისა კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი - ვიდას კავალიაუსკასი, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ზურაბ სეხნიაშვილი, „ლიტვურ-ქართული კულტურული ცენტრის“ დირექტორი - ირმა ჯანგირაშვილი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისათვის და ასევე, დუშელებს მიულოცა ახალი „კულტურული ცენტრის გახსნა“.
დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგნენ: ანსამბლი „მადიანი“, დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქალილო“, ჟინვალის „ვაჟთა ანსამბლი“ და მევიოლინე ნატალია როინიშვილი.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.