საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ იგი „ძალიან წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუბერნატორი“ იყო და „მას უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლება“.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე. იგი საკმაოდ გამოცდილია იმერეთის რეგიონში და კარგად იცის აქ არსებული პრობლემატიკის შესახებ. იგი გახლდათ ძალიან წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუბერნატორი და დარწმუნებული ვარ, თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და გულისხმიერებით, რომელიც მას ახასიათებს, იგი წარმატებით გაართმევს თავს იმ უმნიშვნელოვანეს მისიას, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია, კონკრეტულად კი ამ ორი უძველესი, კულტურულად ძალიან მდიდარი და ამავე დროს ულამაზესი, უნიჭიერესი ხალხით დასახლებული რაიონის ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, მას უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლება. კონკურენტები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე გაიმარჯვებს ძალიან დიდი უპირატესობით“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.