„არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა. რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე საუბრისას.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტები ისედაც განიხილება.
„მე, სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი ამ შემოთავაზების. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისედაც განიხილება ჩვენი მხარდამჭერი დოკუმენტები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი დოკუმენტის მიღება კონგრესის მიერ და განიხილება ახალი ინიციატივები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.