ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: „ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“
31-03-2018, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - ეს არის ჩვენთვის მთავარი“, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს.

 

 

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი. მისივე თქმით, საქართველოს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს და მისი ყოველი მოქმედება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

 

 

„ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი