"ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა "არჩევანში" ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას Facebook -ით ეხმაურება და კილაძის მოსაზრებებს ირონიულად პასუხობს.
"რომ შევაჯამოთ ელისო კილაძის უზუსტესი ინფორმაცია:
ვანო მერაბიშვილმა ციხიდან წამოიწყო ახალი თამაში. ვინმე ვაჟა ლილუაშვილის მეშვეობით ჩვენ გამოგვიყვანა ენმ-იდან. შემდეგ დაგვეხმარა კიევში 'ივერიასთან' საიდუმლო შეხვედრის ორგანიზებაში, რომლის მიზანიც იყო ჯაბა ებანოიძის უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან კარის გამოჯახუნებით წამოსვლა. შემდეგ ლატვიაში ჯოზეფ ქეის გაახსნევინა ჩვენთვის ანგარიში, სადაც ივანიშვილის მთავრობას ჩაარიცხინა მილიონები. და ეს ყველაფერი დაიგეგმა წყალტუბოში, სავარაუდოდ დეპუტატ ბუკიას კუთვნილი სასტუმროს (გავდა) ვერანდაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრემიერის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი. ეს გრანდიოზული გეგმა კი დასრულდება იმით, რომ ჩვენ შევქმნით ფრაქციას დეპუტატ ფეიქრიშვილთან და დეპუტატ შავლოხაშვილთან ერთად (დასაგუგლია ორივე).
ჰოდა, ამ ვითარებაში, ვოლსკის რა უხაროდა დღეს?" - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.