1997 წლიდან კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა რუსეთის პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით მიმართა
01-04-2018, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამან ტულეევი ვადაზე ადრე, თავის სურვილით ტოვებს კემეროვოს ოლქის გუბერნატორის პოსტს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რეგიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

 


„კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადადგომის განცხადებით საკუთარი ნებით მიმართა“, განაცხადა საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.

 

 

ტულეევის ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შემდეგ გუბერნატორის პოსტზე მისი მუშაობა „მორალურად მიუღებელია“.

 


ამან ტულეევი, რომელიც 73 წლისაა, პოლიტიკაში 1980-იანი წლების ბოლოს მოვიდა. იგი კემეროვოს ოლქს 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა - ოთხჯერ იქნა არჩეული რეგიონის მეთაურად ხმების 93,5-96,69%-იანი შედეგებით. მისი გუბერნატორის პოსტზე ყოფნის ვადა 2020 წელს იწურებოდა.

 

 

 

 

გუბერნატორის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე, 25 მარტს, კემეროვოს 4-სართულიან სავაჭრო-გასართობ ცენტრ „Зимняя вишня“-ში გაჩენილ ხანძარს ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა - 41 - ბავშვები იყვნენ, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი