თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ღაზაში „არაადამიანური თავდასხმის“ გამო გააკრიტიკა. პარასკევს ღაზას საზღვართან, უსაფრთხოების ზღუდის გასწვრივ პალესტინელების მასობრივი პროტესტისას მომხდარ შეხლა-შემოხლას 16 პალესტინელის სიკვდილი მოჰყვა. შაბათს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლულთაგან სულ მცირე 10, პალესტინური ტერორსიტული დაჯგუფების, მათ შორის „ჰამასის“ წევრი იყო.
„მტკიცედ ვგმობ ისრაელის მთავრობას მისი არაადამიანური თავდასხმის გამო“, განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვის წარმოთქმისას.
უფრო ადრე, შაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ისრაელი პალესტინაში ქმედებების გამო წნეხის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ბოლომდე განვაგრძობთ ჩვენი პალესტინელი ძმების და დების მხარდაჭერას თავიანთი იდეალებისათვის სამართლიან ბრძოლაში“.
პარასკევს დაახლოებით 30 000 პალესტინელმა მიიღო დემონსტრაციაში მონაწილეობა ღაზას საზღვრის გასწვრივ, რომლის დროსაც მეამბოხეებმა უსაფრთხოების ზღუდის მეორე მხარეს, ისრაელის ჯარების მიმართულებით ცეცხლმოკიდებული ბოთლები და ქვები ისროლეს, ასევე დაწვეს საბურავები და ხეები და ცეცხლიც კი გაუხსნეს ისრაელელ ჯარისკაცებს, იტყობინება The Times of Israel-ი.
პალესტინელების მიერ ღაზას საზღვრისკენ მოწყობილი მარშირება ბოლოდროინდელი დემონსტრაციების ყველაზე მასშტაბური გამოვლინება იყო და მისი მთავარი მოწოდება პალესტინელებისთვის იმ მიწაზე დაბრუნების ნების დართვა იყო, რომლიდანაც 1948 წლის დამოუკიდებლობის ომში თავიანთი წინაპრები გამოიქცნენ. პალესტინელების დემონსტრაციას მეტსახელად „დაბრუნების მარში“ შეარქვეს.
ადრინდელი სამშვიდობო მოლაპარაკებებისას პალესტინელები, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზაში, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ძველ ქალაქში სუვერენიტეტთან ერთად ყოველთვის მოითხოვდნენ იმ პალესტინელი დევნილების „დაბრუნების უფლებას“ ისრაელში, რომლებმაც ისრაელი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დატოვეს ანდა იძულებული გახნდნენ დაეტოვებინათ, წერს The Times of Israel-ი და განაგრძობს, რომ პალესტინელები არა მხოლოდ იმ ათეულობით ათასი დევნილის დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, არამედ მათი შთამომავლობისაც, რომელთა რიცხვი მილიონებს შეადგენს. ეს მოთხოვნა კი, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოდესმე დააკმაყოფილოს ისრაელის მთავრობამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.